რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პუტინის თურქეთში ვიზიტი 11 დეკემბერს არის დაგეგმილი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის სფეროში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ამას გარდა, პუტინი და ერდოღანი საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და სირიის კრიზისის დარეგულირებას.
2017 წელს ეს ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის რიგით მეშვიდე შეხვედრა იქნება.