ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ ბევრი რამის დეფიციტი გვაქვს, მათ შორის საბრძოლო მასალის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის იარაღი და უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც საჭიროა უკრაინაში ომის მოსაგებად, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვი აძლიერებს იარაღის წარმოებას, რათა შეავსოს ხარვეზი. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ ბევრი რამის დეფიციტია, მათ შორის საბრძოლო მასალის, საკომუნიკაციო აღჭურვილობის, თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების. ჩვენ გვაქვს ისინი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველისთვის იარაღის წარმოება სამჯერ გაიზარდა.