ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების ლიდერებთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„საღამოს პრეზიდენტს ექნება არაფორმალური შეხვედრა დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან, რომლებიც ამ დროისთვის უკვე ჩამოვლენ მოსკოვში ხვალ დაგეგმილი დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი გამართავს სპეციალურ ბრიფინგს, სადაც ისაუბრებს ყველა პრიორიტეტსა და საკითხზე, რომელთა განხილვაც იგეგმება ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე.
დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომა მოსკოვში 8 ოქტომბერს გაიმართება.