ვლადიმერ პუტინი - სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგული აქვს, მუდმივად ვერ გაგრძელდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგული აქვს, სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს განცხადება ვლდიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაიზე“ გამოსვლისას გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არა ტერიტორიებისთვის ბრძოლით, არამედ ეთნიკური ორთაბრძოლით დაიწყო.
„არსებობს ელემენტები, რომელსაც ეფუძნება რუსეთის და სხვა ქვეყნების ურთიერთობები. სომხეთის შემთხვევაში ეს ქრისტიანობაა. მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანთან სხვა მიმართულებებით ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს. რაც შეეხება რელიგიურ შემადგენელს, მინდა, მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ რუსეთის ფედერაციის 15 პროცენტი ისლამის მიმდევარია და ამ კუთხითაც კი აზერბაიჯანი ჩვენთვის უცხო ქვეყანა არ არის. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვერ დავივიწყებთ სომხური ხალხის ბედს, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ხდებოდა. ეს სომეხი ხალხის უზარმაზარი ტრაგედია იყო – ეს მეორე ნაწილი. მესამე ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ კონფლიქტი დაიწყო არა როგორც სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი და ბრძოლა ტერიტორიებისთვის, არამედ ის დაიწყო ეთნიკური ორთაბრძოლით. ესეც სამწუხაროდ ფაქტია, როდესაც სუმგაითში და შემდეგ მთიან ყარაბაღში ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულებები სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ კომპლექსურად. ამასთან, ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგული აქვს, მუდმივად ვერ გაგრძელდება. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვთავაზობდით ამ კრიზისის გადაჭრის სხვადახვა გზებს, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია მოგვეხდინა. რაღაც მომენტში გვეგონა, რომ გადაწყვეტილების პოვნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და დღეს სახეზეა კონფლიქტის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ტრაგედია იმაში მდგომარეობს რომ ხალხის იღუპება“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში იკავებს ისეთ პოზიციას, რომელიც ორივე მხარის ნდობას დაიმსახურებს და მოსკოვს შუამავლობის შესაძლებლობას მისცემს.