ვლადიმერ პუტინი სირიის ლიდერს სოჭში შეხვდა
ვლადიმერ პუტინი სირიის ლიდერს სოჭში შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს სოჭში შეხვდა.
ვიზიტით ჩასულმა ასადმა პუტინს ახალი ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, პუტინმა სირიელ კოლეგას საბრძოლო ოპერაციებში მიღწეული წარმატებები მიულოცა.
პუტინის პრესსამსახურის ცნობით, ასადი სოჭში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მხარეებმა სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხზე იმსჯელეს.

სირიის ლიდერი რუს კოლეგას სოჭში გასული წლის 21 ნოემბერსაც შეხვდა.