ვლადიმერ პუტინი - სირიაში გრძელვადიანი სტაბილიზაციის მიღწევა შესაძლებელია ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გზით
ვლადიმერ პუტინი - სირიაში გრძელვადიანი სტაბილიზაციის მიღწევა შესაძლებელია ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გზით

გაგებით ვეკიდებით თურქეთის მისწრაფებას, გადადგას ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიზიარებთ თურქეთის შეშფოთებას ტერორიზმის საფრთხისა და მზარდი ეთნიკური უთანხმოების გამო. ჩვენი აზრით, ეს უთანხმოებები და სეპარატისტული განწყობები ბოლო დროს ხელოვნურად ღვივდებოდა გარედან, – ამის შესახებ სირიის საკითხზე სოჭში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე მკაფიოდ განმარტა საზღვრის გასწვრივ თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზნები და ამოცანები.

„უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გაგებით ვეკიდებით თურქეთის მისწრაფებას, გადადგას ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიზიარებთ თურქეთის შეშფოთებას ტერორიზმის საფრთხისა და მზარდი ეთნიკური უთანხმოების გამო. ეს უთანხმოებები და სეპარატისტული განწყობები ბოლო დროს, ჩვენი აზრით, ხელოვნურად ღვივდებოდა გარედან. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით არ ისარგებლონ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, მათ შორის „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის მებრძოლები ქურთთა შეიარაღებულ ფორმირებებს ჰყავთ დატყვევებული. სირია უნდა გათავისუფლდეს უცხოური სამხედრო ძალებისგან. სირიაში გრძელვადიანი და მდგრადი სტაბილიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გზით. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ თურქეთის პრეზიდენტთან. მნიშვნელოვანია, რომ თურქი პარტნიორები იზიარებენ ასეთ მიდგომას. საზღვარზე სიმშვიდის დაცვა თურქებსა და სირიელებს ერთად მოუწევთ და აქ ურთიერთპატივსაცემი თანამშრომლობის გარეშე არ გამოვა“, – განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრამ სოჭში ხუთ საათს გასტანა. ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.