რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა, სადაც ის სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს შეხვდა.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.
ვლადიმერ პუტინის ვიზიტი სირიაში დაუგეგმავი იყო.
რუსეთის პრეზიდენტი 2017 წლის შემდეგ სირიას პირველად ეწვია.
ბოლოს პუტინი 2017 წელს ლატაკიაში, რუსეთის ბაზაზე იმყოფებოდა.