ვლადიმერ პუტინი - შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ
რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რომ მათთვის ადრე არავითარი საფრთხე არ იყო, ახლა იქ სამხედრო კონტიგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და შევქმნათ ისეთივე საფრთხე ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინისთვის თქმით, „არ შეცვლილა უკრაინაში სპეცოპერაციის მიზანი, რომლის შესახებაც მან 24 თებერვალს განაცხადა“, თუმცა შესაძლოა, ტაქტიკა განსხვავებული იყოს.
„საბოლოო მიზანი – დონბასის გათავისუფლება და პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოების გარანტიას შექმნის“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.