ვლადიმერ პუტინი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში იმყოფებოდა და სამხედრო მეთაურებს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში იმყოფებოდა და სამხედრო მეთაურებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.
როგორც „ბიბისი“ წერს, შტაბის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინი საბრძოლო მოქმედებების ზონაში აქამდე არცერთხელ ჩასულა.