ვლადიმერ პუტინი - სეული უკრაინას იარაღს თუ მიაწვდის, მოსკოვი მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამხრეთ კორეის ხელმძღვანელებს არ ესიამოვნებათ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემით „დიდ შეცდომას“ დაუშვებს.
„სეული უკრაინას იარაღს თუ მიაწვდის, მოსკოვი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს ალბათ არ ესიამოვნებათ“, – თქვა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ეს კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სეული ასეთ შესაძლებლობას განიხილავს. თავის მხრივ, სამხრეთ კორეამაც ეს განცხადება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შემდეგ გააკეთა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ამერიკა და მოკავშირეები თუ გააგრძელებენ უკრაინის შეიარაღებას, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მიაწვდის იარაღს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ იარაღის მიწოდებას სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისთვის… დაე, დასავლეთმა იფიქროს, სად შეიძლება, აღმოჩნდნენ“, – ამბობს პუტინი.