რუსეთის პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ პირველი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში ჩავიდა. ვლადიმირ პუტინი ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს შეხვდება. როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინის ვიზიტი ავსტრიაში რუსული გაზის მიწოდების დაწყებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.
აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს ავსტრიელი კოლეგა ალექსანდრ ვან დერ ბელენი დახვდა. მოგვიანებით დაგეგმილია ორი ლიდერის მოლაპარაკებები.
შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინი და სებასტიან კურცი რუსეთ-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ასევე იმსჯელებენ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებსა და სხვა საერთაშორისო თემებზე.