ვლადიმერ პუტინი – რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება, არ არის გამორიცხული, ვირუსთან ბრძოლაში სამხედროებიც ჩაერთონ

17:02, 13.04.2020
6189722

6189722

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იცვლება, სამწუხაროდ იზრდება დაავადებულების რაოდენობა. სულ უფრო ხშირია მძიმე შემთხვევები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი სცენარიც. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოესი კვირები კორონავირუსის გავრცელების კუთხით გადამწყვეტი იქნება.

პუტინმა ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთში „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში სამხედროებიც ჩაერთონ.

„ეს საჭირო თუ გახდება, აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროების ჩართვა“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი