რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტს ვიზიტს ამზადებენ

13:16, 20.11.2026

რუსეთი ევროპის „სამეულის“, საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტს ამზადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ჩინეთში ყოფნისას აღნიშნა ჩვენი გადაწყვეტილება, ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლები მოსკოვში მოწვევის შესახებ – ეს არის ერთ-ერთი დაუყოვნებელი ნაბიჯი, რომელიც ამჟამად განიხილება და მუშავდება“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ერთი დღით ადრე, პუტინმა შენჭენში, აზია წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვში მიიწვია, რათა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია განემარტათ. პუტინის თქმით, ევროპელების პოზიციის გარკვევის შემდეგ, მოსკოვი განსაზღვრავს კიევთან დიალოგის გაგრძელების ფორმატს.

მსგავსი