ანდრეი სიბიგა – რუსეთის მიერ პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

14:00, 20.11.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის მიერ პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„მაშინ, როდესაც მოსკოვი „ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის“ შესახებ დისკუსიების დაწყებას ცდილობს, რუსული რაკეტები და დრონები პირდაპირ ძირს უთხრის ევროპაში არსებულ უსაფრთხოების წესრიგს. ამ წესრიგის გაძლიერებისკენ პირველი ნაბიჯი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი თავდასხმების შეწყვეტა იქნება“, – წერს ანდრეი სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალური კიევის მხარდაჭერით, პარტნიორი სახელმწიფოები საკუთარ მოქალაქეებსა და უსაფრთხოებასაც იცავენ. სიბიგას განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთსა და პოლონელ ხალხს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ ყველა საჭირო დახმარება ამ ინციდენტის გამოსაძიებლად და მომავალში მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნავს ანდრეი სიბიგა.​

მსგავსი