რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მრავალწლიანი შრომის შედეგად, ჩვენი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი „ბაირაქტარ კიზილელმა“ შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, მჯერა, ჩვენი არმია მასთან ერთად გამარჯვებიდან გამარჯვებამდე ივლის

13:05, 20.11.2026

თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ახალი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, „ბაირაქტარ კიზილელმა“ დაემატა.

ახალი საფრენი აპარატის მიღებას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა.

„დღეს ისტორიული დღეა – დღე, როდესაც დიდი ოცნება რეალობად იქცა. მრავალწლიანი შრომისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად, ჩვენი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი „ბაირაქტარ კიზილელმა“ თურქეთის შეიარაღებული ძალების არსენალს შეუერთდა. მჯერა, ჩვენი დიდებული არმია „ბაირაქტარ კიზილელმასთან“ ერთად გამარჯვებიდან გამარჯვებამდე ივლის; მსურს, ეს საამაყო მიღწევა წარმატებული და სასიკეთო იყოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი