ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება თურქეთის პრეზიდენტის დამსახურებაა
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება თურქეთის პრეზიდენტის დამსახურებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში, თურქ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რეგულარული შეხვედრების პრაქტიკა დადებით შედეგებს უზრუნველყოფს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ და აქტიურად თანამშრომლობენ სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის კავშირების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე დადებით გავლენას ახდენს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სამხედრო, სავაჭრო და კულტურის მიმართულებით ვითარდება.