ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმეს ეს სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა
რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმეს ეს სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი „მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის“, თუმცა ეს არავის სურს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, შეერთებული შტატების ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური მექანიზმი.
„ჩვენს ქვეყანაში ჩვენი გარკვეული დეპარტამენტების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა, კონსულტაციები გაუწიონ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციას“, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.