ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და თურქეთის უწყებებმა კომპრომისების პოვნა ისწავლეს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა
რუსეთისა და თურქეთის უწყებებმა კომპრომისების პოვნა ისწავლეს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ, შედეგი დადებითია.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დადებითად ვითარდება და გასულ წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვის ზრდამ დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში 50 პროცენტზე მეტი შეადგინა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში მომუშავე რუსულ-თურქულ ერთობლივ ცენტრზე და თქვა, რომ ცენტრის მუშაობა სტაბილურობისა და შერიგებისკენ მიმართული პოზიციების შეთანხმების სერიოზული გარანტიაა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა სირიასა და ლიბიაში რუსეთ-თურქეთის წარმატებულ თანამშრომლობას.