ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მათ დამწესებელ ქვეყნებს ურტყამს და გლობალური კრიზისის პროვოცირებას იწვევს
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მათ დამწესებელ ქვეყნებს ურტყამს და გლობალური კრიზისის პროვოცირებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს სანქციები დიდწილად გლობალურ კრიზისს იწვევს. მათი ავტორები, რომლებიც ახლომხედველი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით ხელმძღვანელობენ, უფრო მეტად საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას ურტყამდნენ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა, ევროპაში ინფლაციის მკვეთრი მატებიდან ჩანს, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე მიუახლოვდა წლიურ 20%-ს, მთლიანობაში ევროზონაში საქონლის ფასებმა 11%-ზე მეტი მოიმატა.
პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გლობალურ შედეგებში, მათ შორის რიგ სახელმწიფოებში შესაძლო შიმშილის გამო, დასავლეთის ქვეყნებია პასუხისმგებელი, რომლებიც „მზად არიან დანარჩენი მსოფლიო თავიანთი დომინირებისთვის გასწირონ“.
რუსეთის პრეზიდენტმა დაამატა, რომ მისი ქვეყნის მიმართ „სანქციებით შეპყრობილის“ პოლიტიკის გაგრძელება ყველაზე რთულ და შეუქცევად შედეგებამდე მიიყვანს ევროკავშირის მოქალაქეებს და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.