ვლადიმერ პუტინი - რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, დასავლეთი კი უკრაინაში ანტირუსეთს ქმნის
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია უკრაინაში მიმდინარეობს მკაცრად გრაფიკის მიხედვით, გეგმის შესაბამისად წყდება ყველა დასახული ამოცანა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია სწორედ ნეონაცისტებს ებრძვის. ნეონაცისტები უკრაინაში მძევლად იყვანენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. არსებობს ობიექტური მონაცემები უკრაინაში ნაციონალისტებისა და ბანდიტების მიერ მძიმე ტექნიკის განთავსების თაობაზე საცხოვრებელ კორპუსებში. უკრაინაში არიან უცხოელი დაქირავებულები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და დასავლეთი უკრაინაში ანტირუსეთს ქმნის“.