ვლადიმერ პუტინი - რუსეთის არმიას შეუძლია, გაანადგუროს კიევის ცენტრალური ნაწილი, მაგრამ აირჩია, ეს არ გააკეთოს სხვადასხვა მიზეზის გამო
რუსეთის არმიას შეუძლია, გაანადგუროს კიევის ცენტრალური ნაწილი, მაგრამ აირჩია, ეს არ გააკეთოს სხვადასხვა მიზეზის გამო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„კრემლის, პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ზიანის მიყენების მცდელობები, თავდასხმები ბელგოროდის რაიონზე და მეზობელ რეგიონებზე – ეს ყველაფერი არის რუსეთის პროვოცირების მცდელობა საპასუხო მძლავრი ქმედებებისკენ. თუ ჩვენ გავანადგურეთ „პატრიოტის“ ხუთი კომპლექსი კიევის მახლობლად, მაშინ ადვილად შეგვიძლია, გავანადგუროთ ნებისმიერი შენობა კიევის ცენტრში. არ არსებობს შეზღუდვები ამისთვის. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მრავალი მიზეზის გამო“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.