ვლადიმერ პუტინი - რუსეთი, თურქეთი და ირანი ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ
რუსეთი, თურქეთი და ირანი ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, მსოფლიოში ვითარება უფრო სტაბილური გახდება, თუ ქვეყნები საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაიცავენ.
ანკარაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც პუტინი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რუსეთის ლიდერმა ასევე ლტოლვილთა საკითხებზეც ისაუბრა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ლტოლვილთა პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია კონფლიქტების მოგვარება.
„თურქეთს დიდი ტვირთი აწევს სირიელი ლტოლვილების გამო ისევე, როგორც დატვირთვა მოდის რუსეთზე, უკრაინელი ლტოლვილების კუთხით. საჭიროა კონფლიქტების მოგვარება, მაშინ არ იქნებიან ლტოლვილები“, – აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.