ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს

რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„დასავლეთი არ ამბობს უარს უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებსა და რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის და დიდწილად გაფლანგა თავისი რეზერვები. პუტინის განცხადებით, დასავლური სამხედრო ტექნიკის ხელშეუხებლობის შესახებ მითი დანგრეულია.

პუტინის თქმით, ამავდროულად ამ ოპერაციამ პრობლემები გამოავლინა. მისი განცხადებით, მაღალი სიზუსტის ჭურვებისა და უპილოტო თვითმფრინავების წარმოება უნდა გაიზარდოს, ასევე, აუცილებელია, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციები გაუმჯობესდეს.