ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სხვების ციფრული პლატფორმების ტყვეობაში არ უნდა იყოს
რუსეთი სხვების ციფრული პლატფორმების ტყვეობაში არ უნდა იყოს, ჩვენ შეგვიძლია და შევქმნით კიდეც საკუთარს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ეს პლატფორმები შეერთებულ შტატებში იქმნება, ევროპაშიც აკეთებენ ერთიან ევროპულ პლატფორმებს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ისეთი ერთიანი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში იმუშავებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ უცხოური პლატფორმების მონობაში, როცა საკუთარის შექმნა შეგვიძლია“, – ამის შესახებ პუტინმა მედიასაშუალებებთან შეხვედრისას განაცხადა.