ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას
რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსია საჭირო, რათა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს.
„რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მოსკოვისთვის საფრთხე გამოგონილი არ არის და რეალურია.
პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დადებითად უპასუხებს რუსეთის ფედერაციის წინადადებებს ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებებზე.