ვლადიმერ პუტინი - რუსეთი პატივისცემით ეკიდება აფრიკის ქვეყნების გეგმებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე, მოსკოვი ყურადღებით სწავლობს მათ სამშვიდობო გეგმას
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი პატივისცემით ეკიდება აფრიკის ქვეყნების გეგმებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე, მოსკოვი ყურადღებით სწავლობს მათ სამშვიდობო გეგმას

რუსეთი პატივისცემით ეკიდება აფრიკის ქვეყნების გეგმებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რადგან ეს მწვავე პრობლემაა, რუსეთის ფედერაცია არ გაურბის ამ საკითხის განხილვას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთ-აფრიკის“ სამიტის სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ყურადღებით სწავლობს აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო გეგმას.

„შუამავალი მისიები მონოპოლიზებული იყო მხოლოდ ე.წ. განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების მიერ. ახლა აფრიკაც მზად არის, დაეხმაროს პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, როგორც ჩანს, მისი ძირითადი ინტერესების ზონის მიღმაა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ინიციატივებს და ყურადღებით განვიხილავთ მათ“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.