ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას და გაზრდის მათი დარტყმის პოტენციალს
რუსეთი გააგრძელებს სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას და გაზრდის მათი დარტყმის პოტენციალს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობის გაზრდას, თავდასხმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღით, აღჭურვილობით აღჭურვას“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, ეს არის რუსეთის პრიორიტეტი გრძელვადიანი განვითარებისთვის.
„ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი რუსული არმიისა და საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.