ვლადიმერ პუტინი - რუსეთი დიდ ყურადღებას მიაქცევს ბირთვული ძალების გაძლიერებას
რუსეთი დიდ ყურადღებას მიაქცევს ბირთვული ძალების გაძლიერებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი გააგრძელებს საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი „კინჟალის“ სისტემების მასობრივ წარმოებას და დაიწყებს საზღვაო ბაზირების „ცირკონის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ მიწოდებას არმიისთვის.
„გავაგრძელებთ ჩვენი ძალების დატბორვას მოწინავე ტექნოლოგიით. არის ახალი დამრტყმელი სისტემები, დაზვერვის შეგროვებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობა, დრონები და საარტილერიო სისტემები. ჩვენი ინდუსტრია ახლა სწრაფად ზრდის ყველა სახის კონვენციური იარაღის წარმოებას. ჩვენი ჯარისკაცები ახლა გმირულად ებრძვიან უკრაინაში გაჩენილ ნეონაციზმს, იცავენ ჩვენს ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე, იბრძვიან მამაცურად, გმირულად“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.