რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი-ანკარას შორის ურთიერთობა დღითიდღე ღრმავდება. მისი თქმით, რუსეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის მჭიდრო კავშირი სირიის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წერილი, რომელიც მან რუს კოლეგას კრემლში გაუგზავნა. ერდოღანმა პუტინი სტამბოლში, თევზის რესტორანში მიიპატიჟა, სადაც ანკარა-მოსკოვის ურთიერთობაში ერთ-ერთი საკვანძო, ეს-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხი უნდა განიხილონ.
ნატო-ს წევრი თურქეთის მხრიდან რუსული ეს-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ყიდვასთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია მკვეთრად უარყოფითია.
დღეს აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობისა და სავაჭრო ომის პირობებში ერდოღანმა რუსი კოლეგა სტამბოლში სწორედ ამ თემის განსახილველად მიიწვია.