ვლადიმერ პუტინი სანქციების ახალი პაკეტის შესაძლო დაწესებას პასუხობს - ევროპის დიდი ქალაქებიდან ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსი იქნება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის გეგმაზე, რომ, შესაძლოა, რუსეთში წვრილმანი საქონლის შეტანა აიკრძალოს, განაცხადა, რომ ევროპის დიდი ქალაქებიდან რუსეთში ბაღლინჯოების ექსპორტის უფრო მცირე შანსი იქნება.
„ალბათ რაც ნაკლები იქნება ნაგავი, მით უკეთესი. ევროპის დიდი ქალაქებიდან აქ ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რამდენიმე ევროპული ქალაქი, მათ შორის პარიზი, ბოლო თვეების განმავლობაში ბაღლინჯოების გამრავლების საწინააღმდეგო ზომებს იღებს. როგორც მედია წერს, პუტინის ირონიული კომენტარი სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთს, შესაძლოა, სანქციების მე-12 პაკეტი დაუწესოს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვაჭრობას როგორც ბრილიანტებით, ასევე ნემსების მსგავსი წვრილმანი საქონლით.