ვლადიმერ პუტინი - რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია
ვლადიმერ პუტინი - რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია

რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაში განაცხადა.

პუტინის თქმით, ნეონაცისტებს რუსეთთან ბრძოლაში იყენებენ, არავის აინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები, მთავარია, რომ რუსეთის ფედერაციას ებრძვიან.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთს სურდა, ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ იქ რუსეთს არ ელოდებოდნენ. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნების სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ.

„ცნობილია, რომ დღეს ნატო-ს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები გაბედულად და მტკიცედ იბრძვიან რუსეთისთვის. თავდაჯერებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ წყვეტენ დასახულ ამოცანებს და ეს ამოცანები აუცილებლად შესრულდება“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.