ვლადიმერ პუტინი - პოლიცენტრული მსოფლიოსკენ მოძრაობა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს, რასაც „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუშაობისადმი მზარდი ინტერესი მოწმობს
ვლადიმერ პუტინი - პოლიცენტრული მსოფლიოსკენ მოძრაობა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს, რასაც „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუშაობისადმი მზარდი ინტერესი მოწმობს

საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაფუძნებული პოლიცენტრული მსოფლიოსკენ მოძრაობა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს, რასაც მოწმობს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუშაობისადმი მზარდი ინტერესი.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უცხოეთის ელჩებთან რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ არის მსოფლიოს უდიდესი რეგიონალური სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს, სადაც ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და იქმნება გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მრავალპოლარულ სამყაროზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი ჰეგემონია და გააკონტროლოს ყველაფერი, მაგრამ ჰეგემონიის პოლიტიკით და სანქციებით განვითარებადი და ღარიბი სახელმწიფოები ზარალდებიან.

„ჰეგემონიის პოლიტიკის გასაძლიერებლად შემოღებულია არალეგიტიმური სანქციები, ზეწოლა ხდება ყველა ვექტორზე, მათ შორის რუსეთზე. თუმცა, ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ხედავენ, რომ მათ ქმედებებს უარყოფითი შედეგები მოჰყვება თავად მათთვის. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკით ზარალდებიან სრულიად უდანაშაულო სახელმწიფოები, განსაკუთრებით განვითარებადი და ღარიბი სახელმწიფოები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.