ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, ვლადიმირ ზელენსკისთან ორმხრივი ურთიერთობები მოსკოვში განიხილოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ორმხრივი ურთიერთობები მოსკოვში განიხილოს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ნებისმიერ მოსახერხებელ დროს არის შესაძლებელი.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკის სურს დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, მოსკოვი ამას მიესალმება.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად, უკრაინის ხელმძღვანელობას სჭირდება კომუნიკაცია დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციებთან და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთთან.