ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეთნიკური დაპირისპირებით დაიწყო.
„აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ შვიდ რაიონს არანაირი კავშირი არ აქვს ეთნიკურ კონფლიქტთან და სომხეთთან. პირველ რიგში, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და აზერბაიჯანი აცხადებს: ჩვენ გვაქვს უფლება, დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები და მოვაგვაროთ მთიანი ყარაბაღის საკითხი. ყველას თავისი სიმართლე აქვს. აქ არ არსებობს მარტივი გამოსავალი, რადგან კვანძი ძალიან რთულადაა შეკრული“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.