ვლადიმერ პუტინი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „ბრიქსის“ პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „ბრიქსის“ პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა „ბრიქსის“ მე-10 საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს.
„„Ბრიქსს“ ჯერ არ აქვს საკუთარი ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო სტრუქტურა, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში ეს იდეა აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, წელს ასოციაციის მონაწილეთა რიცხვი ათამდე გაიზარდა და რუსეთი, როგორც თავმჯდომარე, ცდილობს, ახალი წევრების ეფექტურ ინტეგრაციას “ბრიქსის” მექანიზმებში.
„ღია დისკუსიები, უშუალო საუბრები ხალხის წარმომადგენლებს შორის სრულად შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის მსოფლმხედველობის პრინციპებს და ფილოსოფიას. ეს არის ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიაზე დაყრდნობა, სუვერენიტეტის პატივისცემა, ყველას ინდივიდუალური განვითარების უფლება“, – განაცხადა პუტინმა.