ვლადიმერ პუტინი - მოსკოვს არ დაუტოვეს სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - მოსკოვს არ დაუტოვეს სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგო ანკლავი შექმნეს და ნატო-ს გაფართოების შესახებ ზედიზედ ათჯერ მოგვატყუეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს არ დაუტოვეს სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გეოპოლიტიკურმა მტერმა მოახდინა გადატრიალება უკრაინაში და დაიწყო იმ მოქალაქეების ფიზიკური განადგურება, რომლებიც მზად იყვნენ რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებისთვის.

„გადატრიალების შემდეგ, შესაბამისად, დაიწყო მოვლენები დონბასში, ხალხის განადგურება დონბასში. ასე გაგრძელდა რვა წელი, თითქმის ცხრა. ყველაფერი, რაც იქ მოხდა, ეს არის გენოციდი, ამას სხვანაირად ვერ ვუწოდებთ. იქ რუსები არატიტულოსან ერად გამოცხადდნენ და კანონი მიიღეს. ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე. უკრაინის ხელმძღვანელობამ „უბრალოდ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.