ვლადიმერ პუტინი - მჯერა, რომ უკრაინა და რუსეთი საბოლოოდ შეთანხმდებიან
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას სჯერა, რომ საბოლოოდ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან.
„ადრე თუ გვიან შევთანხმდებით. გამოიცანით, რა? დღევანდელ ვითარებაში შეიძლება, უცნაურადაც კი ჟღერდეს: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში საუბრისას.
ამასთან, ჟურნალისტმა ტაკერ კალრსონმა ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, რატომ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რომელიც, ტაკერის თქმით, აკონტროლებს ზელენსკის ადმინისტრაციას უკრაინაში.
„ზელენსკის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. მე ამას ვამბობ გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს გააკეთეს ვაშინგტონის მითითებებით. ვაშინგტონში თუ ხედავენ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, დაე, უარი თქვან მასზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.