სამწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს განმარტებით, შეხვედრისას ლიდერები გეგმავენ, განიხილონ სტრატეგიული საკითხები, პირველ რიგში, ეკონომიკის სფერო. მისივე თქმით, ასევე ისაუბრებენ ბელარუსისა და რუსეთის გარშემო არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც.
დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო წვრთნებია ასახული.