ვლადიმერ პუტინი - მესაზღვრეების საბრძოლო შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში
მესაზღვრეების საბრძოლო შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინმა აღნიშნული მითითება მისცა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საბჭოს.
„უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება შავ ზღვას, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.