ვლადიმერ პუტინი - მცდარია დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს კურსი, რომ უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებით რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ
ვლადიმერ პუტინი - მცდარია დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს კურსი, რომ უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებით რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ

მცდარია დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს კურსი, რომ უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებით რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მოჩვენებითი გათვლების გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის და არც სურს, იცოდეს რუსეთის ისტორია, ვინც არ ითვალისწინებს რუსი ხალხის ერთიანობას და სიმტკიცეს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთი არა მხოლოდ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, არამედ გარკვეულ ეტაპზე, ამ კონფლიქტის დასაწყისშივე, აწარმოა ეს მოლაპარაკებები. შემუშავდა კიდეც ორმხრივად მისაღები შეთანხმება, რომელიც პარაფირებული იყო უკრაინული მხარის მიერ. თუმცა უკრაინულმა მხარემ, საგარეო ჩარევით, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, უარყო ეს შეთანხმება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.