რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას შეადარა, მავზოლეუმში განთავსებული ლენინის ნეშტი კი წმიდა ნაწილებს.
პუტინის თქმით, რწმენამ ქვეყანა ყველაზე მძიმე წლებში გადაარჩინა, ხოლო იმ რთულ პერიოდში შეიქმნა მეორე რელიგია.
„ახლა შეიძლება რაღაც ისეთი ვთქვა, რაც სხვებს არ მოეწონებათ, მაგრამ ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. კომუნისტური იდეოლოგია ძალიან ჰგავს ქრისიტიანობას. თავისუფლება, თანასწორობა, მეგობრობა, სამართლიანობა – ყველაფერი, რაც წმინდა წერილშია, კომუნიზმშიც იყო“, – განაცხადა პუტინმა.