ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინთან უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს და რეგიონული საკითხებისა და ორმხრივი ურთიერთობების განხილვას გეგმავს.
ამის შესახებ საუბარია საპასუხო ტელეგრამაში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინს, იაპონიის მმართველობიდან გათავისუფლების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.
რუსეთის პრეზიდენტს ტელეგრამა კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ, კორეის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა. ჩრდილოეთ კორეა იაპონიის მმართველობიდან 1945 წლის 15 აგვისტოს გათავისუფლდა. მას შემდეგ, რაც იაპონიამ მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაცია გამოაცხადა, კორეის ნახევარკუნძული ორად გაიყო, ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა კავშირმა, ხოლო სამხრეთი აშშ-მა დაიკავა.