ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ კაშხლის განადგურება ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.
„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს და აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.