ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს დისკუსიების პირდაპირ ეთერში გამართვას სთავაზობს
ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს დისკუსიების პირდაპირ ეთერში გამართვას სთავაზობს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, პირდაპირ ეთერში წარმოებული დისკუსია საინტერესო იქნება როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის მოსახლეობისა და სხვა ქვეყნებისთვისაც.
„მსურს, შევთავაზო პრეზიდენტ ბაიდენს, განვაგრძოთ ჩვენი დისკუსიები, თუმცა ერთი პირობით, რომ ამას ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში, ონლაინ გავაკეთებთ. ეს იქნება ღია, პირდაპირი დისკუსია. წარმომიდგენია, რომ ეს საინტერესო იქნებოდა როგორც რუსეთის მოსახლეობისთვის, ასევე აშშ-ის მოსახლეობისა და ბევრი სხვა ქვეყნისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამჟამად დიპლომატიური არხებით ხორციელდება მოქმედებები რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის კონტაქტის მოთხოვნით. მანამდე, ცნობილი გახადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-სთან ურთიერთობების საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოსთან განიხილა.