ვლადიმერ პუტინი - იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტული ჯგუფები ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებენ
ვლადიმერ პუტინი - იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტული ჯგუფები ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებენ

იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტული ჯგუფები ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, თეირანში გამართულ სამმხრივ სამიტზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ტერორისტული დაჯგუფებები იდლიბის რეგიონის დე-ესკალციის ზონაში არიან კონცენტრირებული და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას ცდილობენ.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, გარანტორი ქვეყნები თურქეთის პრეზიდენტის მოწოდებას ეთანხმებიან და იდლიბში ყველა სამხედრო ჯგუფის განიარაღებას ემხრობიან.

„სირიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტა კარგად განხორციელებულმა შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყოს. სირიის საკითხზე საკონსტიტუციო კომიტეტი დაფუძნდება, რომლის მონიტორინგს გაერო განახორციელებს“, – თქვა პუტინმა.

თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. სამმხრივი სამიტის ფორმატში, ლიდერებმა ასტანის ფორმატის ფარგლებში სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელეს.