ვლადიმერ პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“
ვლადიმერ პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“. ამის შესახებ მან უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობს ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველაფერი თუ ასე მძიმედ არის, აიღეთ და მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი, მხოლოდ ღილაკის დაჭერაა საჭირო და წავიდა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა შექმნილ ენერგოკრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა.

„თავად იფიქრონ იმაზე, ვინ რაშია დამნაშავე და ნუ გვაბრალებენ ჩვენ თავიანთ შეცდომებს. „გაზპრომი“ და რუსეთი როგორც ასრულებდნენ, ისე აპირებენ და შეასრულებენ ჩვენს ყველა ვალდებულებას ჩვენი შეთანხმებებისა და კონტრაქტების ფარგლებში, არანაირი შეფერხება აქ არასდროს ყოფილა და არ იქნება“, – განაცხადა პუტინმა.