ვლადიმერ პუტინი - დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს ჩვენ მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება
დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საკანონმდებლო საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ამოცანის მიზანი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფაა.
„დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს ჩვენ მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში გარანტირებული იყოს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკის მცხოვრებთა, რუსული ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზომები. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პუტინმა.