ვლადიმერ პუტინი - დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მინსკის შეთანხმებების შესაძლებლობებზე დაყრდნობით
ჩვენს ქვეყანაში ხალხის დიდი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ სიტუაცია მათთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება, – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მის მიმართ რუსეთის სათათბიროს მიწოდების თაობაზე, რომ აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა რუსულ-გერმანული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სახელმწიფო სათათბიროში ხმის მიცემა, ვფიქრობ, ასე თუ ისე უკავშირდება ამას, რადგან დეპუტატები, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთშიც საზოგადოებრივი აზრით და ამომრჩევლის აზრით ხელმძღვანელობენ. ამ მხრივ, სავსებით აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხის დიდი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ სიტუაცია მათთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„იქიდან გამოვალ, რომ დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაგრამ გავაკეთოთ ისე, როგორც ეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმებების განხორციელების არასრულყოფილად რეალიზებულ შესაძლებობებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის დუმამ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.