ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპი ძალიან კომპეტენტური ადამიანია
ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპი ძალიან კომპეტენტური ადამიანია

დონალდ ტრამპი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, – ასე შეაფასა კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ლიდერი ბიზნესმენზე მეტია.

„რატომღაც მას ყველა ბიზნესმენად აფასებს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასე არ არის. ტრამპი ბიზნესმენზე მეტია. ის პოლიტიკოსია. ტრამპს შეუძლია მოსმენა და იმის გაანალიზება, თუ რა სურს ხალხს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.

დღეს ჰელსინკიში გამართული ისტორიული სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირების ეპოქა დასრულდა. ამით კრემლის ლიდერმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის წარმატებით დასრულებას გაუსვა ხაზი.