რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში ბელარუსის პრეზიდენტს მიიღებს.
როგორც კრემლში იუწყებიან, შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი ლიდერის მოლაპარაკებები სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ. მათ შორის ორი სახელმწიფოს მეთაურები რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის საკითხსაც განიხილავენ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, პუტინის და ლუკაშენკოს შეხვედრა თითქმის მთელი დღე გაგრძელდება.